სკოლა "NK"


არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი 


NK 


(National Knowledge)

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საერო მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმ NK-ს (National Knowledge) ვებ-გვერდზე. მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდი დაგეხმარებათ სკოლის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის განათლების შინარსის განახლება, ინოვაციების განვითარება და დანერგვა საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში, მეცნიერული მუშობის კოორდინაცია და სტიმულირება. ამ ამოცანების არსი მდგომარეობს სწავლებისადმი სრულიად ახალ, შემოქმედებით, დიალოგურ სისტემაზე აგებულ მიდგომაში.

მთელი სასწავლო პროცესი მიმართულია ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, რომლისთვისაც სისხლხორცეულია:

·         პატრიოტიზმი, მოქალაქეობრიობა;

·         ტოლერანტობა;

·         შრომისმოყვარეობა, პატიოსნება, სამართლიანობა;

·         ზრუნვა საზოგადოების კეთილდღეობაზე;

·         ინტეგრაცია განათლების ეროვნულ სისტემასთან.

სკოლა-ლიცეუმი მდებარეობს ვერის პარკში, იდეალურ გარემოში, როგორც ეკოლოგიური, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი თვალსაზრისით.

(სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს: ჩოგბურთის კორტი, მ. კეკელიძის სახ. კალათბურთისა და გ. კანდელაკის სახ. კრივის სპორტული სკოლები, ასევე საცურაო აუზი და ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი); სკოლა-ლიცეუმი მუშაობს ინდივიდუალური, საავტორო სასწავლო პროგრამით.

მოსწავლეები პირველი კლასიდან ეუფლებიან ინგლისურ ენას, მეორე კლასიდან რუსულს, გაძლიერებული პროგრამით. დამატებითი საგნებია: ჭადრაკი, აერობიკა, მეტყველება, ხელოვნების ისტორია, V კლასიდან ერთ-ერთი ევროპული ენა არჩევით, მოქმედებს ქორეოგრაფიული და ცურვის წრეები, X კლასიდან პროფილირება, ხოლო XII კლასში მიმდინარეობს, ეროვნული გამოცდებისათვის ინტენსიური მზადება, გამოცდების წარმატებით ჩაბარების გარანტიით _ მოსწავლეთა სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

  • სკოლაში მოქმედებს სისტემა _ „არც ერთი გაკვეთილი მოუმზადებელი“.
  • მჭიდრო კავშირები საქართველოსა და ევროპის უმაღლეს სკოლებთან; ხორციელდება გაცვლითი პროგრამები და სხვა.

სკოლა-ლიცეუმის აკადემიური პერსონალი გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციითა და სწავლების გამოცდილებით. მასწავლებლების უმრავლესობას მიღებული აქვს მაგისტრის და/ან დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში როგორც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან, ასევე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან მასწავლებლები რეგულარულად მონაწილეობენ პროფესიული განვითარების პროგრამებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა საგნობრივ კონკურსებსა და ოლიმპიადებში.  კურსდამთავრებულთა 30% ოქროს და ვერცხლის მედლის მფლობელია. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ  სწავლას საქართველოსა (სახელმწიფო დაფინანსებით) და მსოფლიოს  წამყვან უნივერსიტეტებში.  სკოლა-ლიცეუმი NK აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან

მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ სკოლა-ლიცეუმ NK-ში და მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
ორშაბათი
24
ნოემბერი 2014 წ

          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
banner
banner
banner
Copyright © 2010 Schoolnk.ge, All Rights Reserved,
Created by Geoelita.ge
ჩვენი მისამართია: 0179, მ. კოსტავას ქ. №37ა
ტელეფონი: (+995 32) 92 36 86, 93 18 22, 93 18 23;